Monday, June 30, 2014

კონფერენცია  „სტატიის აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და მოხსენება“
ჩატარდა 14.06.2014. გორში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ ს შენობაში
სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის მიერ


ტრენინგზე, რომელიც გავიარე 29-30.03.2014   მოგვეცა დავალებად კონფერენციაზე წარსადგენი სტატიის მომზადება.
 

 ჩემს მიერ მომზადებული თემის სათაურია „ მსგავსი თემების სწავლება სხვადასხვა საგნებში“  რომელიც წარმოვადგინე  ინტეგრირებული გავკვეთილი „წილადები“ს მაგალითზე. რომელიც დავგეგმე და ჩავატარე მუსიკის და ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად. სტატია ელ.ფოსტით გავუგზავნე ქალბატონ მანანას , მისგან მივიღე მითითებები ასევე ელექტრონული ფორმით. მოვამზადე ასევე პრეზენტაცია.
კონფერენციაზე ჩემთან ერთად წარსდგნენ ჩემი კოლეგები:
ხათუნა ჯავახიშვილი - „მკითხველთა თეატრი“ სწავლების ეფექტური მეთოდი
ნანა აივაზაშვილი - „ ტექნოლოგიების გამოყენებით მრავალჯერადი გამოყენების ელექტრონული რესურსის შექმნა
მაია მარკოზაშვილი -  „ერთი საკითხი ორი საგნის ჭრილში“ ინტეგრირებული გაკვეთილი დაწყებით საფეხურზე
ნინო ჯოჯიშვილი -  ” კვლევის უნარ- ჩვევების განვითარება მათემატიკის სწავლების პროცესში“  პროექტი  „ყველაზე მადლიანი თვე“
ნანა გაფრინდაშვილი -  „ტოლერანტობის სწავლება ქართულ- ოსური კონფლიქტის სოფლებში“   „ქართულ- ოსური კონფლიქტი“
თამარ სალუქაშვილი - „ბუნებისმეტყველების სწავლება დაწყებით საფეხურზე“
ხათუნა ტაბიძე - „ მსგავსება და განსხვავება კომპიუტერულ და ბიოლოგიურ ვირუსებს შორის ”
კონფერენციას დიდი მნიშვნელიობა ჰქონდა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. მივიღე კონფერენციაზე მომხსენებლად გამოსვლის გამოცდილება, გავეცანი ჩემი კოლეგების მიერ წარდგენილ ნამუშევრებს რაც ძალიან საინტერესო და ჩემთვის ბევრის მომცემი იყო.