კონფერენცია „სტატიის
აკადემიური ფორმატი, პრეზენტაცია და მოხსენება“
ჩატარდა
14.06.2014. გორში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ ს შენობაში
სამოქალაქო განათლების
ინსტიტუტის მიერ
ტრენინგზე, რომელიც
გავიარე 29-30.03.2014 მოგვეცა დავალებად
კონფერენციაზე წარსადგენი სტატიის მომზადება.
ჩემს მიერ მომზადებული თემის სათაურია „ მსგავსი
თემების სწავლება სხვადასხვა საგნებში“ რომელიც
წარმოვადგინე ინტეგრირებული გავკვეთილი „წილადები“ს
მაგალითზე. რომელიც დავგეგმე და ჩავატარე მუსიკის და ხელოვნების მასწავლებლებთან ერთად.
სტატია ელ.ფოსტით გავუგზავნე ქალბატონ მანანას , მისგან მივიღე მითითებები ასევე ელექტრონული
ფორმით. მოვამზადე ასევე პრეზენტაცია.
კონფერენციაზე ჩემთან
ერთად წარსდგნენ ჩემი კოლეგები:
ხათუნა ჯავახიშვილი
- „მკითხველთა თეატრი“ სწავლების ეფექტური მეთოდი
ნანა აივაზაშვილი
- „ ტექნოლოგიების გამოყენებით მრავალჯერადი გამოყენების ელექტრონული რესურსის შექმნა
მაია მარკოზაშვილი
- „ერთი საკითხი ორი საგნის ჭრილში“ ინტეგრირებული
გაკვეთილი დაწყებით საფეხურზე
ნინო ჯოჯიშვილი
- ” კვლევის უნარ- ჩვევების განვითარება მათემატიკის
სწავლების პროცესში“ პროექტი „ყველაზე მადლიანი თვე“
ნანა გაფრინდაშვილი
- „ტოლერანტობის სწავლება ქართულ- ოსური კონფლიქტის
სოფლებში“ „ქართულ- ოსური კონფლიქტი“
თამარ სალუქაშვილი
- „ბუნებისმეტყველების სწავლება დაწყებით საფეხურზე“
ხათუნა ტაბიძე
- „ მსგავსება და განსხვავება კომპიუტერულ და ბიოლოგიურ ვირუსებს შორის ”
კონფერენციას დიდი
მნიშვნელიობა ჰქონდა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. მივიღე კონფერენციაზე მომხსენებლად
გამოსვლის გამოცდილება, გავეცანი ჩემი კოლეგების მიერ წარდგენილ ნამუშევრებს რაც ძალიან
საინტერესო და ჩემთვის ბევრის მომცემი იყო.
No comments:
Post a Comment